Nintendo
|
| |
|
ნინტენდოს შტაბ-ბინა კიოტოში | |
რომანიზებული სახელი |
ნინტენდო კაბუშიკი-გაიშა |
|---|---|
| ტიპი | საჯარო |
| დაფუძნდა | 23 სექტემბერი, 1889 |
| დამაარსებელი | ფუსაჯირო იამაუჩი |
| პროდუქცია | ვიდეო თამაშები, სათამაშო კონსოლები |
| შემოსავალი |
¥1.601 ტრილიონი (აშშ$13.923 მილიარდი) (2023) |
| თანამშრომელი | 8,205 (2025) |
| საიტი | nintendo.com |
Nintendo Co., Ltd. — იაპონური მრავალეროვნული ვიდეო თამაშების კომპანია, რომლის სათავო ოფისი კიოტოში მდებარეობს. ის ქმნის და აქვეყნებს როგორც ვიდეო თამაშებს, ისე ვიდეო თამაშების კონსოლებს.
დაარსდა 1889 წლის 23 სექტემბერს იაპონიის ქალაქ კიოტოში, ფუსაჯირო იამაუჩის მიერ.[1] თავდაპირველად, კომპანია აწარმოებდა ხელნაკეთ სათამაშო ბანქოს, „ჰანაფუდას“.[2][3] 1960-იან წლებში, Nintendo-მ სათამაშოების, მოგვიანებით კი ვიდეო თამაშების წარმოებას შეუდგა. 1970-იან წლებში კომპანიამ პირველი არკადული თამაშები შექმნა, ხოლო 1977 წელს პირველი სათამაშო კონსოლი, Color TV-Game გამოუშვა.[4] Nintendo წამყვან კომპანიად იქცა მას შემდეგ, რაც 1980-იან წლებში ბაზარზე „Donkey Kong“ (1981) და Nintendo Entertainment System (NES) გამოსცა, რომელიც იაპონიის ფარგლებს გარეთ „Super Mario Bros.-თან ერთად 1985 წელს გამოვიდა.[5]
მომდევნო წლებში, Nintendo-მ გამოუშვა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ყველაზე წარმატებული კონსოლები, მათ შორის Game Boy (1989), Super Nintendo Entertainment System (1991), Nintendo DS (2004), Wii (2006) და Nintendo Switch (2017). კომპანიამ აგრეთვე შექმნა ან გამოსცა მრავალი ცნობილი ფრენჩაიზი, მათ შორის „Mario“, „Donkey Kong“, „The Legend of Zelda“, „Animal Crossing“ და „Pokémon. კომპანიის თილისმა, მარიო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოგონილი პერსონაჟია, ხოლო Nintendo-ს სხვა გმირებმა — მათ შორის ლუიჯი, დონკი კონგი, სამუსი, ლინკი, კირბი და პიკაჩუ — საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. კომპანიის ფრენჩაიზებზე დაყრდნობით შეიქმნა რამდენიმე ფილმი და თემატური პარკები.
2025 წლის მაისის მონაცემებით, Nintendo-ს კონსოლების გაყიდვებმა 860 მილიონს, ხოლო თამაშების გაყიდვებმა 5.9 მილიარდ ერთეულს გადააჭარბა.[6] იგი, იაპონიასა და მსოფლიოში მრავალ შვილობილ კომპანიას ფლობს. აგრეთვე ჰყავს მეორე მხარის დეველოპერები, მათ შორის HAL Laboratory, Intelligent Systems და Game Freak. Nintendo იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი და დაფასებული კომპანიაა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nintendo“ ვიკისაწყობში.- საერთაშორისო საიტი
- კორპორაციული საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MacNeil, Jessica. (23 September 2019) Nintendo is founded, September 23, 1889 en-US. ციტირების თარიღი: 12 January 2023
- ↑ Corporate Information : Company Profile en. ციტირების თარიღი: 11 January 2023
- ↑ Corporate Information : Company History en. ციტირების თარიღი: 11 January 2023
- ↑ DeMaria, Rusel; Wilson, Johnny L. (2003) High Score!: The Illustrated History of Electronic Games, 2, McGraw-Hill, გვ. 363, 378. ISBN 978-0-07-223172-4.
- ↑ DeMaria, Rusel (December 7, 2018) High Score! Expanded: The Illustrated History of Electronic Games 3rd Edition. CRC Press, გვ. 1611. ISBN 978-0-429-77139-2. „13 September 1985: Friday the 13th, a traditionally unlucky day in America but not in Japan. Nintendo releases Super Mario Bros. for the Famicom. It sells 1,200,000 copies by the end of the month.“
- ↑ 任天堂株式会社 ニュースリリース :2025年5月27日 - フリーマーケットサイトにおける任天堂商品の不正な出品行為を防止する取り組みについて|任天堂.